23:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 16:04:01, 735 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ ბიზნესის მხარდასაჭერად შეხვედრების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ დაიწყო

„თიბისიმ“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შეხვედრების სერია დაიწყო, რომელიც თვეში ერთხელ ხუთშაბათობით გაიმართება.  „ხუთშაბათის შეხვედრები“ „თიბისიმ“ marketer.ge-სა და VISA-სთან პარტნიორობით წამოიწყო.

შეხვედრების მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების განხილვა და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიების წარმოჩენა. შეხვედრებზე კონკრეტულ ინდუსტრიაში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მათ მიდგომებზე იმსჯელებენ ბიზნესის მართვის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობა და ა.შ.

სერიის პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს ჩატარდა და მასში 4 ქართული სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენელი  მონაწილეობდა: გიორგი ავალიანი (Holy Motors), კოკა ქამუშაძე (Playmakers), ლევან ლეფსვერიძე (Leavingstone) და ეკა ყიფიანი (JWT Metro).  მონაწილეებმა განიხილეს მათი კომპანიების ხედვები, მართვის სტილი, კლიენტებთან ურთიერთობები და განსხვავებები, რაც ორგანიზაციებს გამორჩეულს ხდის.

შეხვედრებზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics