01:56 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 15:25:40, 671 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო - „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის 4 მოქალაქე დაიღუპა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის 4 მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.

როგორც საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ისრაელში კიდევ 13 საფრანგეთის მოქალაქე იძებნება, თუმცა ამ დროისთვის, მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

მათივე განცხადებით, სიტუაცია "შემაშფოთებელია, რადგან ზოგიერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული, სავარაუდოდ, გაიტაცეს".

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

გუშინ, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

გუშინვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics