10:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 14:27:12, 904 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - თუ მთავრობა წესებს არღვევს, წესრიგი ხელში საზოგადოებამ უნდა აიღოს

თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, "რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება, რაც საზოგადოებას არ სურს".

"ჩემი მეგობრის შვილი 8 წელიწადი იყო არალეგალად, დეპორტი ჩაურტყეს და რა თანხაც ჰქონდა აეროპორტში ჩამოართვეს. სტუდენტები სწავლობენ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით იღებს 300-500 ლარამდე, საერთოდ აღარ არიან ექიმები, ყველა მიდის.

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს ქვეყნის დაცვა. ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება. რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება. ჩვენ, საზოგადოებას ეს არ გვსურს, ასეთია რუსული МИР-ის თამაშის წესები.

რა არის ევროპა? - ელემენტარული წესრიგი ქუჩაში, უსაფრთხოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. რა არის რუსეთი? - არეულობა, ძალადობა, სისასტიკე, ქურდული წესრიგი. თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი.

მთავრობა გასულია ლეგალურობის ველიდან და როგორც სწორად თქვა ციხიდან ლაზარე გრიგორიადისმა: “ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მან უნდა აიღოს ხელში საკუთარი თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხებიც”,- წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics