16:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 10:06:34, 1031 ნახვა

სამართალი
დეპარტამენტი - ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ორი მოქალაქე, გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატით ახდენდა უკანონო თევზჭერას. 

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავი, ორი ერთეული ჩოგანბადე, ელექტროშოკური აპარატი, აკუმულატორი და სხვა აღჭურვილობა დალუქეს. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. 

მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics