17:35 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 17:14:47, 534 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა

იუსტიციის სამინისტრომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ევროინტეგრაციის პროცესში მიგრაციის მართვის მნიშვნელობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ მანფრედ პროფაზთან შეხვედრაზე.

"მხარეებმა მიგრაციის მართვის პროცესში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობაზეც იმსჯელეს, რომელიც IOM-ის წარმომადგენელთა განცხადებით, არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს", როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, წარმომადგენლები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics