|
2023-10-08 15:11:06, 762 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ რეგიონის საკითხები თავად უნდა გადავწყვიტოთ
მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც საკმაოდ დაძაბულია... სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. „ბატონ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ჩვენ ასევე მადლიერნი ვართ, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება, მინდა ეს იმედი გამოვთქვა, სამშვიდობო შეთანხმება. მინდა, ასევე ჩვენი მოსაზრება ვთქვა და ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ზოგადად, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის, სომხეთის ქვეყნისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის, აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ, საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)