19:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 12:44:25, 801 ნახვა

საზოგადოება
იუსტიცია - თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ორი დღის განმავლობაში ფორუმზე განიხილეს სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები, მათ შორის, ჩეხური სამართლის სისტემის თავისებურებები და საქმიანობის მოდელები. სპეციალური სესია დაეთმო ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს.

"ფორუმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ფორუმის მიმდინარეობისას გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართლებრივი პლატფორმის განვითარებას. ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა; რიგით მეორე ფორუმს კი, თბილისის შემდეგ მომავალ წელს პრაღა უმასპინძლებს.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა და იმ გამოცდილების გაზიარება თუ რა სამართლებრივი პროცესების გავლა მოუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავსი პლატფორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩეხეთის გარდა გერმანიას, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც აქვს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics