|
2023-10-06 17:52:13, 675 ნახვა
მსოფლიო
კალასი - მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელთაც EU-ში გაწევრიანება სურს, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებენ
ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ისინი განახორციელებენ საჭირო რეფორმებს და გადადგამენ ნაბიჯებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კალასის თქმით, ყველა ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა გაითვალისწინოს, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში "შეღავათები არ იქნება". "ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ისინი განახორციელებენ საჭირო რეფორმებს და გადადგამენ ნაბიჯებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ გავატარეთ ბევრი ძალიან რთული რეფორმა, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა, ეს მოითხოვდა დიდ ნებისყოფას საზოგადოებიდანაც, რომ გაეძლოთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და ვფიქრობ, თქვენც იცით, რომ ამასთან დაკავშირებით შეღავათს არავინ უნდა ელოდოს", - განაცხადა კაია კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)