|
2023-10-06 14:44:56, 559 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ, ქვეყანმ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ძალისხმევა არ იყოს წარმატებული
თუ ვინმეს არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მათ არ უნდა ჰქონდეთ წარმატება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი არ იყვნენ წარმატებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კითხვაზე, თუ რას უკავშირდებოდა, რომ თავის დროზე საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, კობახიძემ აღნიშნა, „საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა იყო ის, რომ „პრეზიდენტი ცდილობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს“. „საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პირველ რიგში, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიებით. შეგახსენებთ, ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, გახარიას პარტია, „ლელო“ , ვაშაძის პარტია, თუ აღარ არის ეს პარტია, არ ვიცი - ესენი არიან კონკრეტული მდიდარი ენჯეოები, ესაა სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც კატეგორიულად არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი შესაბამის კამპანიასაც აწარმოებენ ამისთვის, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივედით იმპიჩმენტის პროცედურაზე, არის, რომ პრეზიდენტი ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ესაა მისი სულისკვეთება. რა თქმა უნდა, ამ კუთხით სრულად ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება გამოითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ძალისხმევა არ იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)