|
2023-10-06 13:26:48, 691 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს
„კაგებეს“ ტაქტიკა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ - თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონი სწორია და ის საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს პასუხობს. „თუ ვეტო იქნება, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაძლევს მას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან წამხალისებლები. ეს პროცესი ძალიან კარგი ლუსტრაციაც იყო და ამიტომ, ზოგიერთი გაყუჩებულიც იყო და ხმას არ იღებდა. ლუსტრაცია იყო, რადგან, ვინც ამაზე ყვიროდა, ის ხალხია, ვინც საქართველოში რადიკალიზმითა და ექსტრემიზმით გამოირჩევა... ეს რუსული სტილის კამპანიაა, რაც მარტშიც ვიხილეთ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან. „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკაა, რომ რაღაც თემის ბრენდირება მოახდინონ. სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მოუმზადებელი იყო ამ პროპაგანდისთვის, ახლა მომზადებულია. ხედავთ, რეაქციაც არაა. „კაგებეს“ასეთი ტაქტიკაა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)