23:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 11:40:08, 1366 ნახვა

ომი უკრაინაში
ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა - დაიღუპა 10 წლის ბავშვი [ვიდეო]

ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ფილჩაკოვმა განაცხადა.

ფილჩაკოვის თქმით, ოკუპანტებმა ხარკოვს "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით შეუტიეს.

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 10 წლის ბავშვი.

"კიევისა და ხარკოვის სლობიდის რაიონული პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლი).

გამოძიების ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, დაახლოებით, დილის 07:00 საათზე, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის, კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონებში, საცხოვრებელ კორპუსებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

კიევის რაიონში 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა: 3 ქალი და 3 მამაკაცი; ოსნოვიანსკის რაიონში ასევე დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბიჭი. მაშველებმა მისი გარდაცვლილი 10 წლის ძმის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics