18:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 17:29:22, 718 ნახვა

პოლიტიკა
შამბა რუსეთთან „შეთანხმებაზე“ - აგრესიის შემთხვევაში, შეგვიძლია, მოკავშირის იმედი გვქონდეს - ეს ხელშეკრულებაში წერია

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით დადებული "შეთანხმება" "აგრესიის შემთხვევაში" დახმარებასაც ითვალისწინებს. 

შამბას თქმით, აქედან გამომდინარე, ოკუპირებულ აფხაზეთში "შეთანხმებით"გათვალისწინებული პირობები "უსაფრთხოების გარანტიად" აღიქმება.

„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიად აღვიქვამთ აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა დანაყოფების არსებობას. ჩვენ მიერ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აგრესიის შემთხვევაში, შეგვიძლია, ჩვენი მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია ჩვენ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში“,- განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, "შეთანხმებისთვის" ახლა არ მიუღწევიათ, გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრაზე მიიღეს, 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics