18:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 15:21:10, 575 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე მელიაზე - ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად თავმჯდომარეობიდან გააგდო - არ მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული თვალსაჩინო დაპირისპირება საზოგადოებისთვის საინტერესო უკვე აღარ არის.

კალაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ახლა მშვიდობისა და ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობაა.

„მათი შიდა დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა, გამოკვეთილად ჩანს და ყველასთვის თვალსაჩინოა. თქვენ იცით, როგორ წარიმართა პროცესები. ხაბეიშვილმა, ფაქტობრივად, მელია თავმჯდომარეობიდან გააგდო. დაძაბულობისა და ურთიერთდაპირისპირების პროცესი დღესაც გრძელდება, თუმცა, არ მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაციის იმ რთულ გზაზე, რასაც ადგას დღეს ჩვენი ქვეყანა, მუშაობა წარმატებით იყოს გაგრძელებული“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics