12:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 13:56:07, 625 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პოლიტიკოსებს, რომლებიც აპარატს წარმოადგენენ, შეუძლიათ კომენტარი მისცენ სადაც უნდათ, თუმცა არა წევრებისთვის გამოყოფილ სივრცეში

ჟურნალისტებს არაფერი არ ეკრძალებათ, თუმცა აპარატის თანამშრომლებს, იგულისხმებიან  პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან - ესეც ცალკე ანომალიაა, რომ ჩვენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გვყავს პოლიტიკური ლიდერები. მათ შეუძლიათ მისცენ კომენტარი სადმე სხვა სივრცეში, თუმცა არა იქ, სადაც გამოყოფილია სივრცე პარლამენტის წევრებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ინფორმაცია, თითქოს ჟურნალისტებისთვის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციის შეზღუდვის დაწესება ხდება, "მორიგი დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება".

„საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის შინაგანაწესს აპარატის თანამშრომლებისთვის. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგალითად „ლელოს", „საქართველოსთვის" ჰყავთ პარტიის წევრები გაფორმებული აპარატში და ხელფასს იხდიან აპარატიდან, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის, რომ აპარატში პოლიტიკური პარტიის წევრები ჰყავდეთ, თუმცა როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, რომ არ იშლიან და პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ბრიფინგის ადგილებში დგანან და კომენტარს აძლევენ ჟურნალისტებს.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტმა რამდენჯერმე გააფრთხილა, როგორც ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა, ისე თავად ის პირები, თუმცა აგდებულად ეკიდებიან აპარატს, ამბობენ, რომ მათ არავინ არ ეკითხება, სად დადგრბიან და ასე შემდეგ.

ეს წესი შემოდის, ვინაიდან თუ უნდათ დეპუტატობა ბატონ სერგო ჩიხლაძეს და ბატონ ბერდია სიჭინავას, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში, გახდნენ დეპუტატები და ექნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოს დროშასთან და პარლამენტის სიმბოლიკასთან მისცენ კომენტარი.

მანამდე პრობლემა არ არის ჰქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ არა იმ ადგილებში, რომელიც გამოყოფილია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის. ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პარლამენტს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც პირადი „ეგოები" და ტრიბუნასთან დგომის რაღაც ჭიის გახარება უნდა მოახდინოს ამა თუ იმ პარტიის წევრმა. მერე ხალხს ჰგონია, რომ ბატონები სერგო ჩიხლაძე და ბერდია სიჭინავა თუ სხვები, პარლამენტის წევრები არიან და შეიძლება სადმე მიდიან და ამით კიდევ თავს იწონებენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა  ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მათ შორის, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თავად ჟურნალისტებს, რომლებმაც იციან, რომ ის ადგილი არის მხოლოდ პარლამენტის წევრებისთვის, თუმცა ასე უხეშად, უტიფრად მაინც დგებიან ტრიბუნასთან. ამის შემდეგ ეცოდინებათ, რომ ეს შინაგანაწესით არის მოწესრიგებული და თუკი, ისინი თავს თვლიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლებად და ბიუჯეტიდან თუ უნდათ ხელფასის მიღება, დაემორჩილონ შინაგანაწესს, სხვა შემთხვევაში, დისციპლინური ზომები იქნება მიღებული მათ წინააღმდეგ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics