|
2023-10-05 12:44:07, 547 ნახვა
პოლიტიკა
„მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიოში“ - ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია
6-7 ოქტომბერს, „სამოქალაქო იდეა“ ჩინეთის შესახებ მაღალი რანგის, რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას - „მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიოში“ უმასპინძლებს. „სამოქალაქო იდეას“ ცნობით, ორი დღის განმავლობაში 60-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი, პოლიტიკოსი, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (ამერიკიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, იაპონიიდან, ტაივანიდან, ლიეტუვადან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან და უნგრეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან) ისაუბრებს მსოფლიოში ჩინეთის მზარდ როლზე, ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ და მისგან მომდინარე რისკებსა და პოტენციურ საფრთხეებზე. "კონფერენციის მონაწილეები თავისუფალი და ღია დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ გამოცდილებებსა და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე. კონფერენცია საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დროს იმართება. მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, საქართველოს პრემიერი, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადს აკეთებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა მთლიანად ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაზე იყოს ორიენტირებული, 31 ივლისს გამოცხადებული სტრატეგიული თანამშრომლობის შემდეგ მთავრობა და პრემიერი, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად მორიგ სიურპრიზს სთავაზობენ ქვეყანას და ჩვენს პარტნიორებს ჩინეთთან სახელმწიფოებრივი კავშირების ინტენსიფიკაციით. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი, ანაკლიის პორტი, სწორედ, ჩინეთის ხელში აღმოჩნდება. კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული და აღიარებული ექსპერტების მონაწილეობით მიეწოდოს დაინტერესებულ ქართველ საზოგადოებას და მედიას ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი „ჩინური გამოწვევის“ შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე, ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა მსოფლიოში. სფეროს ექსპერტები დისკუსიას გამართავენ ფართო კონტექსტზეც, თუ რას ითვალისწინებს ავტორიტარული ასიმეტრიული უპირატესობა და როგორი უნდა იყოს დემოკრატიის პასუხი; როგორია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკა ჩინეთთან და რა კონტურები იკვეთება მათ სამომავლო ურთიერთობებში. კონფერენციის ფარგლებში, 6 ოქტომბერს, დისკუსიები დაეთმობა ჩინეთის მზარდ გავლენებს მედიაში, ჩინური მახასიათებლების ბიზნესმოდელზე მსჯელობას; საუბარი იქნება ინფრასტრუქტურული ინვესტიციების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებასა და კორუფციულ გარემოზე, რომელიც მთელს მსოფლიოში მრავლობითი ჩინური ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების თანმდევია. 7 ოქტომბერს მსჯელობა შედგება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვლილი მსოფლიოს დღის წესრიგი და, რაც მთავარია, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის პოზიციონირება და მისგან მომდინარე რისკები. ასევე, დისკუსია გაიმართება ჩინური კომპანიების მხრიდან გარემოს რისკებსა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებზე. „სამოქალაქო იდეა“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ვიშეგრადის ფონდს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს, ნატოს საკონტაქტო საელჩოებს (დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი), ტაივანის დემოკრატიის ფონდს და პოლონეთის საელჩოს საქართველოში, რომელთა კონტრიბუციამაც შესაძლებელი გახადა კონფერენციის მომზადება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)