05:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 12:37:05, 598 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, გრანადაში ყოფნისას ორმხრივ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

"გრანადა, ესპანეთი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი. უკრაინა, სხვა ერებთან ერთად, მონაწილეობს ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.

იქნება ერთობლივ ფორმატში მუშაობა და მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები. ჩვენთვის მთავარი, განსაკუთრებით ზამთრის წინ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა და უკვე არსებობს პარტნიორებთან ახალი შეთანხმებების საფუძველი. ჩვენ ვემზადებით მათ დასადასტურებლად და განსახორციელებლად. ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. უკრაინას ძლიერი წინადადებები აქვს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და ერთობლივ მუშაობას გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მიმართულებით. ეს დღე ნაყოფიერი უნდა იყოს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის",- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics