13:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 12:37:17, 640 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა, ნებართვის გარეშე მედიასთან კომუნიკაცია აეკრძალოს

პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

ბრძანების თანახმად, ცვლილება „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ მე-8 მუხლში შედის და მას ერთი პუნქტი ემატება.  

"1. „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის №126/3 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის“ მე-8  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
    „11. მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.“.
2. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადების დღიდან.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)",- ნათქვამია ბრძანებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics