10:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 11:26:57, 595 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციას ადგილზე ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის გენერალურმა კომისარმა რენატას პოზელამ უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვიტალი დმიტრიევთან.

"ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ - შალვა ბედოიძემ ხაზი გაუსვა ლიეტუვას რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დელეგაცია ასევე ეწვია ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, სადაც მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ნერინგის მუნიციპალიტეტის მერს, დარიუს ჯასაიტისს.

ვიზიტის დასასრულს მხარეთა მიერ ხაზი გაესვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics