12:59 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 16:53:36, 650 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა. 

კანონპროექტის თანახმად ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 3 ოქტომბერს კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics