|
2023-10-04 13:58:08, 671 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - ნებისმიერი განცხადება, რომ პარლამენტი რუსულ კანონებს იღებს, „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხულია
ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომდგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. "როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, პარლამენტის ღირსების დასაცავად ყველა ზომა მივიღო. ჩვენ დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, ტერმინი „რუსული კანონი“ და მინდა ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად განვაცხადო ერთი რამ - საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომდგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. ჩვენ რაც მარტში, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ, ეს იყო ტიპური „კაგებეს“ წიგნებიდან ამოკითხულ პროპაგანდის ტაქტიკები იმისთვის, რომ თეთრს დაერქვას შავი, ქართულს რუსული და ამით იმ პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით, მათ უნდოდათ სადისკუსიო თემის დისკრედიტაცია, რომელზეც შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ იარლიყის მიკვრით და ბრენდირებით, არადემოკრატიულად, ზუსტადაც რუსული სტილით, „კაგებეს“ წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა ჩირქი მოსცხეს საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, ამ საინფორმაციო შტურმში ჩართულები იყვნენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი აქტორები და ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე. შესაბამისად, თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ამ დარბაზში არავის მოგცემთ. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არ მოგცემთ. ეს პროპაგანდა არავის გაგივათ, არც ქართველ და არც უცხოელ აქტორს, ქართულ კანონს, ქართულ პარლამენტს რუსული კანონი, რუსული პარლამენტი რომ დაარქვათ და ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ, თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას",- განაცხადა პაპუაშვილმა.
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)