03:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 11:48:48, 539 ნახვა

კალაძე - გლდანში აკაკი ბაქრაძის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნება

გლდანის მე-8 მიკრორაიონის 23-ე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბიბლიოთეკა ამ უბნის მოსახლეობას 1970-იანი წლების მიწურულიდან ემსახურებოდა, თუმცა, შენობის ავარიულობის გამო, დღის წესრიგში მისი სრული განახლება დადგა.

„შენობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ავარიული, მოუწესრიგებელი. გარდა შენობის კაპიტალური გამაგრებისა, მოხდა კომუნიკაციების განახლება, სრული ინფრასტრუქტურული გადახალისება, ასევე, საერთო სამუშაო სივრცის კომპიუტერებით აღჭურვა და, რაც მთავარია, წიგნადი ფონდის შევსება. ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო, ჩატარებულია, სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია და მშვიდი, სასიამოვნო გარემოა შექმნილი“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც.

მისივე თქმით, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics