13:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 11:38:14, 643 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად

როდესაც იმპიჩმენტს აღვძრავთ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგენების განხილვა მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია, პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს.

"პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მხოლოდ მას შემდეგ მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ და როდესაც იმპიჩმენტს აღვძრავთ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, იმპიჩმენტის საბოლოო მიზანი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან. 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას.

შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ 100 ხმა მოგროვდება, მაგრამ ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებთ დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მეორე დღეა მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი. მან სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა.

"ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics