13:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 11:11:11, 624 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - შეცდომაში არიან შესული, ან გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე

მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე - აქ შტერი არავინ არის,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა USAID-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

ზარქუას თქმით, ქვეყანაში "რევოლუციური ტალღები" აღკვეთილი იქნება.

„რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მგონია, რომ შეცდომაში არიან შესული, ან რაღაც გამიზნულ არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიასა და დედების დახმარებაზე არ იყო საუბარი, მსჯელობა იყო, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, როგორც ჩართონ ამ პროცესში ახალგაზრდები და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ - აქ შტერი არავინ არის, მინდა, ეს იცოდეს ყველამ. როგორც აქამდე აღიკვეთა რევოლუციური ტალღები, ასე იქნება მომავალშიც. ქვეყანაში ხალხის ინტერესებს დავიცავთ, რაც არის მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკა განვავითაროთ“,- თქვა ზარქუამ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ჩამოვიდნენ. 

სუს-ის მტკიცებით, საქართველოში ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სუს-ის ინფორმაციას იმავე დღეს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. დიპლომატიურმა უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ USAID-ის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics