|
2023-10-03 17:51:39, 623 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც ვსაუბრობთ, რომ გლობალური ომის პარტიის ინტერესები არეულობის მოწყობაა, ვგულისხმობთ ძალებს, რომლებსაც EU-ის გადაწყვეტილებებზეც კი აქვთ გავლენა
როდესაც ვსაუბრობთ რომ გლობალური ომის პარტიის ინტერესებია ის რაც ხდება ამ ქვეყანაში: არეულობის მოწყობა, ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ მეორე ფრონტი, რადგან ჩვენგან მეორე ფრონტი ვერ მიიღეს, ჩვენ არ ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს. ეს არ არის სწორი ფორმულირება. ჩვენ ვგულისხმობთ კონკრეტულ ძალებს, რომლებსაც გავლენა აქვთ მათ შორის, ევროკავშირის გადაწყვეტილებებზეც კი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ამერიკის საელჩოს პოზიციას აფასებს და ითხოვს განმარტებებს. „ვვარაუდობთ, რომ ასეთ გავლენას ჰქონდა ადგილი, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება იქნა შარშან მიღებული მაშინ, როდესაც დსთ-ში შემავალ ქვეყანას მიეცა კანდიდატის სტატუსი და რეფორმატორ საქართველოს, დემოკრატიულ ქვეყანას, შემდგარს და ყველაზე წინ რომ იყო მათივე გამოქვეყნებული კრიტერიუმებით, არ მიეცა - რომ არა გავლენა შეიძლებოდა ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება გამოტანილიყო? ჩვენ არ ვუპირისპირდებით ჩვენს მეგობრებს. პირიქით, ჩვენ მათ ვეუბნებით, რაც არის სიმართლე და სასურველია, რომ რაც შეიძლება შემცირებული იყოს ასეთი ჯგუფების თუ დიდი სხვადასხვა ძალების გავლენა მათ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი მეგობრებისგან ვითხოვთ განმარტებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თეთრით შავზე საუბარი. როდესაც გვეუბნებიან, რომ საუბარი იყო ბავშვთა ონკოლოგიაზე და ხანდაზმულების უფლებების ადვოკატირებაზე და ადამიანები რევოლუციურ გამოცდილებებს უზიარებენ შეკრებილ ადამიანებს და ატრენინგებენ ძალადობრივ რევოლუციებში, მაშინ კითხვაც არ უნდა დავსვათ? ვერ უნდა გავბედოთ? ასეთი დამოკიდებულება არავის მიმართ გვექნება. მით უმეტეს, მეგობრების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნები ვართ ასეთ საკითხებთან მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)