11:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 10:23:50, 596 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის, ირჟი მაზანეკის ხელმძღვანელობით ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა.

„ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა პირველი შეხვედრა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე უწყების წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს მომსახურების სააგენტო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და პოლიციის აკადემია, სადაც შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.

ვიზიტის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics