15:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 20:38:47, 856 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"კანონში შესატან ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.

კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს  ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

"საქართველოს კონსტიტუიციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება საფრთხის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics