15:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 15:38:58, 894 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები რუსული კანონის ნაირსახეობას წარმოადგენს

რუსული მთავრობის ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას, არის რუსული კანონი,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, "ხელისუფლებას ეშინია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც მათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოხატონ".

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს გამოვა საქართველოს პარლამენტის ბიუროზე, წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ.

ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟირების მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას ისევე, როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთოს, ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს.

მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის ჩართულობის გარეშე, არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე",- აცხადებს ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics