|
2023-10-02 11:52:24, 800 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის მიზანი საქართველოში რევოლუციის მომზადება იყო
ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო რევოლუციურ პროცესებს არ დაუშვებს. „მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საბურობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა, რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა, რაც ბუნებრივია, არის შემაშფოთებელი. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, რაც ნიშნავს, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, შემდეგ იყო ფრნაკლინის კლუბი, არაერთი აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრეინინგების სათაური არის „არაძალადობრივი აქტივობა“, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. ნუ სცენარი რა არის, არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის, მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ არ არის განელებული, აქტუალობა აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება, ითქვას, რომ ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სახელმწიფო, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას. ბუნებრივია, არავის ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლჯუციას და არც მეორე ფრონტს“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია დღეს, 2 ოქტომბერს გაავრცელა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)