22:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 13:48:36, 603 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით

რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით, - ასე უპახუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეძლებული ოჯახიდანაა, თუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღარიბაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ის გარკვეული პერიოდი მიმტანად მუშაობდა. 

„რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით. მაგალითად, ჩემმა შვილმა რომ დაიწყოს მიმტანად მუშაობა, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი არ არის შეძლებული ოჯახიდან? 

მე, მაგალითად, არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან და რასაც მივაღწიე, ჩემი შრომით მივაღწიე, შევქმენი, გავაკეთე და ნამდვილად მეამაყება ჩემი წარსული  და ის, რომ მაქვს დღეს იმის შესაძლებლობა, მივხედო ჩემს ოჯახს, დავეხმარო ჩემს შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, ვისაც უჭირს. ასე მიცხოვრია და ასე ვაპირებ პირადად მე ცხოვრებას მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics