12:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 12:33:07, 647 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ

"თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. თანხის განაღდება უკვე შესაძლებელია QR კოდით, რომელიც ციფრულ ბანკში ზედა მარჯვენა კუთხეშია მოთავსებული.  

QR კოდით თანხის განაღდებას თავისი უპირატესობები აქვს. მაგალითად, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია - თქვენი იდენტიფიცირება ხდება სახის ან ანაბეჭდის ვერიფიკაციით თქვენივე ტელეფონში.

უფრო უსაფრთხო - QR განაღდება არის უსაფრთხო, რადგან თქვენ დაცული ხართ მობაილბანკში ბიომეტრიული იდენტიფიკაციით და დამატებით ერთჯერადი კოდით, რომელიც თქვენ მოგდით ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე.

2-ჯერ უფრო სწრაფი - QR მეთოდით განაღდებას სჭირდება 2-ჯერ უფრო ნაკლები დრო, ვიდრე ბარათით ბანკომატიდან განაღდებას.

პროცესი უკონტაქტო - თანხის განაღდებისას თქვენ არ ეხებით ბანკომატს. პროცესი სრულად იმართება მობილური ტელეფონიდან.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ QR-ით თანხის განაღდებით, საჭიროა:

  • განაახლოთ მობაილბანკის აპლიკაცია ბოლო ვერსიამდე
  • გახსენით მობაილბანკი, აირჩიეთ QR ნიშანი ზედა მარჯვენა კუთხეში
  • დაასკანერეთ QR კოდი ბანკომატის ეკრანზე
  • აირჩიეთ ან შეიყვანეთ თანხა
  • აირჩიეთ ბარათი
  • დაადასტურეთ თანხა SMS კოდით
  • გაანაღდეთ და აიღეთ თანხა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics