23:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 17:40:42, 779 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research - მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. 

გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics