23:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 12:27:17, 757 ნახვა

პოლიტიკა
ნაუსედა - საქართველოს მომავალი დამოკიდებულია რეფორმებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე

საქართველოს მომავალი დამოკიდებულია რეფორმებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნაუსედას თქმით, ლიეტუვა საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

"ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლისადმი ძალიან აშკარაა. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ქვეყანა პროდასავლური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგრაციისადმი ძალისხმევით გააგრძელებს გზას.

საქართველოს მომავალი ახლა დამოკიდებულია თავის უნარზე, დარჩეს ფოკუსირებული საკუთარ რეფორმებზე და ევროპული ღირებულებების, კერძოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე",- განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას გუშინ, 27 სექტემბერს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics