09:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 11:28:39, 1172 ნახვა

მსოფლიო
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობს შეწყვეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყარაბაღის ე.წ. საინფორმაციო შტაბი ავრცელებს.

ე.წ. საინფორმაციო შტაბის ცნობით, განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.

"განკარგულების მიხედვით, მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებმა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც იარაღი დაყარეს, შეძლონ ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გადაადგილება და მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93-ე მუხლის საფუძველზე  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

1. 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას.

2. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ",- აღნიშნულია განკარგულებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics