00:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 11:16:26, 566 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი რუსთავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

"ადგილზე  800 დევნილი ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება. ახალი, გარემონტებული  ბინები დევნილ ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ. 

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობები 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი  ლარია, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

7 000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics