|
2023-09-27 13:03:02, 524 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს
მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაჩქარებული სერვისის ღირებულება რიგ შემთხვევებში ფიქსირებული იქნება, რიგ შემთხვევებში კი, საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე დადგინდება. „დაჩქარებული მომსახურება შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ზოგიერთ საკითხს და მისი ღირებულება რიგ შემთხვევებში დადგინდება საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე, ხოლო ზოგ შემთხვევაში იქნება ფიქსირებული, საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობის მიუხედავად. დაინტერესებულ მოქალაქეებს, რასაკვირველია, შეეძლებათ უფასო მომსახურების მიღებაც სტანდარტულ ვადებში, თუმცა იმ ადამიანებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ კონკრეტულ ვადებში მიიღონ შესაბამისი მომსახურება, ამის შეთავაზებასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება იქნება ფასიანი. ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს, ფასიანი მომსახურება სჭირდება თუ უფასო. არის შემთხვევები, როცა არ ეჩქარებათ და ელოდებიან დადგენილ ვადებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა დრო არ ითმენს და ამ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაჩქარებული სერვისი მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)