00:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 10:56:34, 671 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა!

ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა! თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოხუმის დაცემის 30-წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, მისი ცხოვრების მთავარი მოტივაცია სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან და იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასთანაა დაკავშირებული.

„ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა! თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი. ამაზე დიდი სურვილი, არასდროს არაფერი მქონია და არც მექნება! ხსოვნა იყოს ყველა ქართველი გმირის, ვინც თავი გაწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.

ქედს ვიხრი გმირულად დაცემული თითოეული პატრიოტის წინაშე, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. „საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთი საქართველო არის“. ღმერთმა დალოცოს საქართველო!”- წერს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics