18:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 12:36:34, 494 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მთელი „სანაცეთი“ საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას - ბინძური ტყუილია

სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტმა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელს, ილია წულაიას ერთ ლარად გადასცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ განმარტა, თუ რა გარემოებებში აიღო დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ აღნიშნული პროექტის განხორციელების ვალდებულება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი სიცრუის კამპანია, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2019 წელს გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, სახელი არ მახსოვს, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანია პროექტს განახორციელებდა. შესაბამისად, გადავედით მეორე დეველოპერულ კომპანიაზე, რომელმაც გაიმარჯვა. ეს კომპანია აღმოჩნდა „არქი“. ამასთან დაკავშირებით მთელი „სანაცეთი“ დამწკრივებული იყო და საუბრობდა იმაზე, თითქოს კახა კალაძემ, ჩემზე იყო კონკრეტულად საუბარი, ერთ ლარად გადავეცი აღნიშნული ტერიტორია ილია წულაიას, „არქის“ დამფუძნებელს. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი. რეალობაში ვხედავთ, რა მივიღეთ. ეს არის პასუხი იმ სიბინძურეზე და ტყუილის კამპანიაზე, რომელიც „ნაცებს“ ჰქონდათ. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტისგან, დაახლოებით, 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო, რომლითაც ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics