18:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 19:55:27, 598 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო, რომ გააგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა

ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ ჩემი პირადი მხარდაჭერის გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენ მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად გამოიყენონ საპარლამენტო დიპლომატიის ყველა შესაძლებლობა.

„მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და საპარლამენტო დონეზე მის შესავსებად სხვადასხვა აქტივობით. მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად, პარლამენტებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. მოწადინებულები ვართ, გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თავმჯდომარეების, მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეებზე. გვჯერა, რომ არსებითი რეგულარული გაცვლები შესაძლებლობას მოგვცემს, მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს. რუმინეთის რესპუბლიკის გამოცდილება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისასალმებელი იქნება ამ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.

ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ ჩემი დიდი პირადი მხარდაჭერის გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენ მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე”, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics