|
2023-09-25 19:46:47, 600 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან საარჩევნო ტექნოლოგიებზე
მედიის წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ღონღაძემ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. პრეზენტაციის მიმდინარეობისას მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. „საარჩევნო გარემოს განვითარებასა და ელექტრონული საშუალებების ფართოდ დანერგვის პროცესში ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის უწყობს ხელს მედიას, ჰქონდეს ზუსტი, ოპერატიული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრაც, პირველ რიგში ამ მიზანს ემსახურება. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მედია საშუალებებს აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი, ამომრჩევლებამდე მიიტანონ ობიექტური და დეტალური ინფორმაცია“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ. ორი დღის განმავლობაში ჟურნალისტები პირადად გაეცნენ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და როგორ ჩატარდება როგორც პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე, ისე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. საკანონმდებლო სიახლეები, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგია და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები, არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები, მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში, კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციისა და IFES-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს. გაიმართა დისკუსია. ჟურნალისტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი საარჩევნო ელექტრონული აპარატების დემონსტრირებას დაეთმო. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, სადაც ჟურნალისტებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ცესკოსა და სწავლების ცენტრის ორგანიზებითა და IFES-ის მხარდაჭერით, 23-24 სექტემბერს თელავში ჩატარდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)