19:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 11:22:10, 674 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე პრეზიდენტს - ჩამოყალიბდით ჯაშუში ფარცხალაძის მხარეს ხართ თუ საქართველოს ინტერესების მხარეს

ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის „ქართული ოცნების“ მთელი დაჯგუფება, თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს,- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

"მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს. ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი და ის მხილებულია აშშ-ის მხრიდან, შესაბამისად, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საკითხია.

არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, არის ტყუილი, რომ რაღაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო მაგრად მიეცემა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვიდრე რუსეთის მოქალაქე. სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს, როცა საუბარია ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთ...

პირდაპირ მივმართავ, ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის „ქართული ოცნების“ მთელი დაჯგუფება, თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს. ეს არის გადამწყვეტი საკითხი. აბსურდი და სისულელეა სხვა ყველა არგუმენტი, რაც მოგაქვთ. კითხვა მაქვს თქვენთან, რატომ შეუნარჩუნეთ პრივილეგიები ფარცხალაძეს? როდესაც გადამწყვეტი საკითხები იყო, თქვენ ყოველთვის "ქართული ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდით",- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე).

19 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე მის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა და შეწყვეტაზე დასკვნის მიღების შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებდა.

20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყოფილი მთავარი პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტთან გადააგზავნა.

22 სექტემბერს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics