|
2023-09-25 10:58:57, 1244 ნახვა
რეგიონი
ლიტერატურული კონკურსი „პეგასი“ იწყება
ლიტერატურული კონკურსი "პეგასი" იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ადგილზე შექმნილ ნამუშევრებს წარმოადგენენ პროზასა და პოეზიაში. "ღონისძიების პროგრამა: პირველი ტური - 4 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი; მეორე ტური - 6 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქედის მუნიციპალიტეტი; მესამე ტური - 8 ოქტომბერი, 12:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი; მეოთხე ტური - 10 ოქტომბერი, 12: 00 საათი, აჭარის მწერალთა სახლი. კონკურსის შედეგად ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 გამარჯვებული. ასევე გამოვლინდებიან "პეგასი 2023"-ის გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში: 1. პატრიოტული; 2. დიალექტური; 3. რომანტიკული; 4. კრეატიული; 5. კლასიკური. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ხულოს მუნიციპალიტეტში, 13 ოქტმბერს 14:00 სთ-ზე. პროექტის მხარდამჭერებისაგან გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. პროექტის მიზანია, დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. ფინალისტებისთვის საჩუქრად გამოიცემა ბროშურა - "პეგასი 2023", რომელშიც შევა მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები. პროექტის ორგანიზატორი და იდეის ავტორი - ნანა შაინიძე; პროექტის თანაორგანიზატორი - რამაზ ხმალაძე. კონკურში მონაწიელობის მსურველები დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: ქობულეთი - ლია შაქარიშვილი, 599 53 38 08; ხელვაჩაური - ნარგიზ ციმნარიძე, 599 85 14 55; ქედა - ირმა ქოქოლაძე, 599 50 08 46; შუახევი - ვახტანგ გოგრაჭაძე, 591 71 21 41; ხულო - რამაზ ხმალაძე, 595 50 46 36. რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება 16-დან 29 წლამდე ასაკის ახლგაზრდებს შეეძლებათ. ლიტერატურული კონკურსი "პეგასი", პირველად 2019 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. კონკურსი წელს მეხუთედ ტარდება. გისურვებთ წარმატებებს!"- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)