01:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 14:04:24, 929 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - განცხადებები, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, ძალიან დიდი სიცრუეა

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან "არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული". 

„როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს, ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. 

რა თქმა უნდა, ივანიშვილი სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმიტომ, რომ უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით. დღესაც, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება მსგავსი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და  „ქართუ ფონდი“ ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, არის ძალიან დიდი სიცრუე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics