|
2023-09-22 23:28:50, 800 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი გლდანზე - საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება
საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სიფხიზლისკენა და მობილიზაციისკენ მოუწოდებს. " "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება, იმის ზუსტი კალკია, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ედუარდ შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა. კარგად მახსოვს, 2003 წელს რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება. ისიც მახსოვს, ბათუმში დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ. ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა, ყველა ძლიერად დავდგეთ. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება. ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ, კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და თავის გადარჩენას ცდილობს. საქართველო ყველა მის მოქალაქეს ეკუთვნის და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და ФСБ-ს აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს. რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი ФСБ-ს გეგმის თავზე მოხვევას. ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ. მე აღტაცებული ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ს ტრადიცია. მე ვამაყობ თქვენით", - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოში მათ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ საკრებულოში დღევანდელ პოლიტიკურ დაძაბულობასა და კონფლიქტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)