02:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 21:40:21, 734 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

ენმ-ის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.

ეძგვერაძე შემთხვევას 22 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” გლდანის მააჟორიტარ დეპუტატთან, კოტე ზარნაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს. 

"რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო.

მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ, დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეონდნენ ასე. მეძახნდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - ამბობს ეძგვერაძე.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics