|
2023-09-22 16:43:17, 1518 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვემო სილეზიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მედიცინის სფეროში კონტაქტების გაფართოების ინიცირების მიზნით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ოფიციალური მიწვევით მონაწილეობას ღებულობდნენ სამედიცინო კონფერენციაში - DOLMED.Tech. "სამედიცინო ფორუმი 21 სექტემბერს, იაკუშიცეში გაიმართა, რომელიც ქვემო სილეზიის მარშალმა, ცეზარ პჟიბილსკიმ გახსნა. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანი, ადგილობრივი კლინიკების ხელმძღვანელები და სამედიცინო ბიზნესში ჩართული პირები. პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური საქმიანობის განვითარების მიმართულებები - სადისკუსიო პანელზე მონაწილეობა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, რომელმაც აჭარის რეგიონის მაგალითზე მიმოიხილა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და გამოწვევები. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილეს ტექნოლოგიური გამოწვევები და IT მიმართულებები ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის ხელშეწყობის უზრუნველყოფაში. ვიზიტის ფარგლებში, ნინო ნიჟარაძე შეხვდა ქვემო სილეზიის მარშალს, ასევე მოინახულა ადგილობრივი სამედიცინო კლინიკები. მინისტრთან ერთად იმყოფებიან მინისტრის პირველი მოადგილე, მარინ ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსი, გია კიკაბიძე და ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ხათუნა ვარშანიძე",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)