17:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 15:10:38, 594 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ 23 და 24 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 23-24 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეოთხედ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ქართული ფოლკლორული ანსამბლი „მჭელი“ გახსნის. წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება.

„დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ, ასევე, წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან  და სხვადასხვა სახეობის ღვინოს დააგემოვნებენ.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.   

ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი გააფორმებს. ღონისძიების დასასრულს გაიმართება სემინარი „ქართული ხორბლის კულტურა“,  რომლის შემდეგაც ფესტივალზე მისული სტუმრები გიგი პიანომენის ცოცხალ შესრულებას დაესწრებიან.

ღონისძიება 23 და 24 სექტემბერს, 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.    

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics