|
2023-09-22 13:23:18, 592 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე კახა კაკაბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოდგილემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პარიზის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ტყის ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისი დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ურბანულ დასახლებასთან ახლოს მდებარე აღნიშნულ ტყის მასივს დაცვითი ტყის კატეგორია 2016 წელს მიენიჭა. 374 ჰა ფართობზე, ძირითადად, ფოთლოვანი სახეობები - მუხა და წაბლია გაშენებული; თუმცა, კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენისა და წაბლის დაავადების გამო, ტყე დეგრადირებულია. წაბლის ე.წ მელნისებრი დაავადების წინააღმდეგ სანიტარიული ჭრები, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. „აღსანიშნავია, რომ საქართველოში წაბლის დაავადება გასული საუკუნის 40-იან წლებში დაფიქსირდა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარიულ ჭრებს და დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. საფრანგეთში კახა კაკაბაძის ვიზიტის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისს შორის უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)