20:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 13:08:42, 625 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, მე მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი

იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რომ მე მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი,- ასე მიმართა "ლელო - საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

სამადაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ტენდერში ჩინური კომპანია გაიმარჯვებს, ვინაიდან "ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია".

"არ მიკვირს, რომ არცერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი იმიტომ, რომ არცერთს არ სურს, ფულის ჩადება იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კონფისკაცია ჩაუტაროს მის ჩადებულ რესურსებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ე.წ კონკურსში/ტენდერში გამარჯვებული რატომღაც აღმოჩნდება სწორედ ჩინური შესაბამისი განმცხადებელი.

თქვენ ის ხელისუფლება, რომელიც 2019 წელს ამბობდით, რომ 50-მილიონიანი გარანტიის გაცემა იყო ძალიან სარისკო სახელმწიფოსთვის, დღეს ეუბნებით საზოგადოებას, რომ ასობით მილიონს აპირებთ რომ დახარჯოთ ამ პროექტში, ცხადია, ეს ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულია. ეს თქვენი ფული არ არის და არც ტარიელ ღარიბაშვილის ფულია. მე მაინტერესებს, 50 მილიონი გარანტიისთვის თუ ძალიან სარისკო იყო ეს პროექტი, დღეს ასობით მილიონის დახარჯვას რომ აპირებთ ამ პროექტში, გაღატაკებული ხალხის ჯიბიდან აღარ არის სარისკო?

სიმართლე არის მარტივი, ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და ამისთვის ემზადებით. ეს პროექტი აშენდება თუ არა არ ვიცი იმიტომ, რომ იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რომ მე მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ინტერპელაციის წესით მოსმენისას თქვა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics