19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 14:04:37, 607 ნახვა

საზოგადოება
რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი

21 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი, აქედან, 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს.

„ამასთან ერთად, გრძელდება კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარება.

სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 220 კომპანია.

რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც  რთველის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics