21:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 13:20:46, 640 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი სებ-ის საბჭოს წევრებად აირჩია

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

საკანონმდებლო ორგანომ, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, წევრებს პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნანა ყეინიშვილს მხარი 84-მა, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პლენარულ სხდომამდე გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების არჩევას მხარი არ დაუჭერეს. 

კომიტეტების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა კანდიდატები არ გამოცხადდნენ.

სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა კანდიდატურების წარდგენაზე უარი განაცხადა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ თქვა, პრეზიდენტმა კანდიდატურები უკვე წარმოადგინა და კანონში არ არის მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია გაწვევა.

ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics